"შეხვედრას ვაცდენთ... NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ" - მეგრელიშვილი

გამოქვეყნდა:

"დღევანდელი დღე, გარდა იმისა, რომ შენი [იაგო ხვიჩიას] დაბადების დღეა, ნუ რა ვიცი, NDI-ის შეხვედრას ვაცდენთ, რომ იცოდე, სანდრო [რაქვიაშვილი] წავიდა, ნერვიულობდა და მე ვთქვი, რომ NDI-ის დედაც ვატირე, მოდი, იაგოს დაბადების დღე მივულოცოთ და არა, არ გამოვა, ამდენი ხანია დანიშნული გვაქვსო. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მხოლოდ სანდრო აღმოჩნდა და ის გავიდა NDI-სთან სასაუბროდ. ჩვენ რომ მოვრჩებით ამ ლაივს, ალბათ, შევუერთდეთ ცოტა ხანი".

- თქვა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა პარლამენტიდან Facebook-ლაივში და იაგო ხვიჩიას 39 წლის იუბილე მიულოცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი