"დინამიკას დავაკვირდებით" | რას პასუხობს სახელმწიფო გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს

გამოქვეყნდა:

გაუსაძლისი პირობები გერმანიაში სამუშაოდ წარული ქართველებისთვის - ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ისრებს ისევ გერმანიისკენ იშვერს. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გერმანელი დამსაქმებლების ბრალია და ისინი ხარვეზს უახლოეს პერიოდში გამოასწორებენ.

"დინამიკას დავაკვირდებით" - ამბობს სააგენტოს დირექტორი ნინო ბელთაური.

საქართველოს ხელისუფლების მორიგი ჩავარდნილი პროექტი. ჯანდაცვის სამინისტრომ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ მოქალაქეებს გერმანიაში დასაქმება ისე შესთავაზა, რომ არ გაურკვევია, რა პირობებში მოუწევდა ასობით ადამიანს ცხოვრება.

უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოდან წასვლა გადაწყვიტეს, ყვებიან, რომ მდგომარეობა მძიმეა და მათთვის წინასწარ ცნობილი შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი