ვინ წავა გერმანიაში? - იმედგაცრუება დასაქმების მსურველებს

გამოქვეყნდა:

იმედგაცრუება გერმანიაში დასაქმების მსურველ 100 ათასამდე ადამიანს. "ქართული ოცნების" მთავრობა არ ასაჯაროებდა იმ ინფორმაციას, რომელიც გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოულოდნელად გაახმაურა. 

ცნობილი ხდება, რომ ქართველების გერმანიაში დასაქმების პროგრამა საპილოტეა და წელს მხოლოდ 500 ადამიანის ჩართვას გულისხმობს. ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საზეიმო განცხადებებს აკეთებდა, უნიკალურ წარმატებაზე საუბრობდა და იმასაც კი მალავდა, რაც მათთვის ცნობილი იყო. 

დღემდე გაურკვეველია, ვის დაეკისრება ამ პროგრამით გერმანიაში გამგზავრებისა და იქ ცხოვრების ხარჯი. ამ თანხის გადახდა, დიდი ალბათობით, ისევ დასაქმებულებს მოუწევთ, რაც პროექტის მიმზიდველობას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი