საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მოსანახულებლად აჭარაში ჩავიდა. აჭარაში ვიზიტისას ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტი ევროკავშირის მოლოდინების კარგი შეჯამებაა.

"ეს არის ფართო პერსპექტივა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისა, ეს არის ის მოლოდინები, რომელიც 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ განვითარდა. და რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოსთვის?! ეს იყო ძალიან კარგი შეჯამება, თუ რა მოლოდინები აქვს ევროკავშირს და ის, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის და ის, რომ ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება. ამ სტატიის აუდიტორია არის არამარტო საქართველო, არამედ ფართო საერთაშორისო საზოგადოება", - თქვა კარლ ჰარცელმა.

​ვიზიტის ფარგლებში ელჩი ეკონომიკის, სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს გაეცნობა.

რეგიონში სტუმრობის დროს დიპლომატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.

ღია მმართველობის პრინციპების განვითარების მიზნით, ელჩი ჰარცელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და მათს მოსაზრებებს მოისმენს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი