სკოლის მოსწავლის დაჭრა წყალტუბოში | ინციდენტში მონაწილე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოში მომხდარ ინციდნეტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე პოლიციაში მივიდა. დავით ბენიძე წყალტუბის რაიონულ განყოფილებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა. მას სურს ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლოს მეთორმეტეკლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სხვისი მხრიდან განხორციელებილ ძალადობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.  

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 117-ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი