გაუგებარია, რატომ არ უქმდება კომენდანტის საათი და არ იხსნება სავალუტო ჯიხურები - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ არ აუქმებს მთავრობა კომენტანტის საათსა და მანქანის წინა სავარძელზე მოქალაქის დაჯდომის აკძალვას. 

ისინი ითხოვენ, რომ გაიხსნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რადგან ეს პუნქტები ყველაზე დაცულია და პერსონალი მოქალაქეებს დაჯავშნილი შუშის იქიდან ეხმაურება. 

რა უშლის ხელს იმას, რომ გაიხსნას ქვეყანაში 1000-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. 4000 ადამიანი დღეს სახლში უმუშევრად ზის და მოქალაქეების დიდ ნაწილს ბანკის ძალიან ცუდი კურსით უწევს სიმწრით ნაშოვნი ფულის კონვერტირება, - ამბობს რომან გოცირიძე. 

"ინოვაციების და განვითარების ფონდის" დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის თქმით, კომერციული ობიექტების უმრავლესობა იხსნება და მოქალაქეებს უკვე სამსახურში სიარულიც შეუძლიათ, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არის ქვეყანაში კვლავ კომენდანტის საათი და რატომ არ იწყებს მუშაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

დღემდე არაფერი ვიცით საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესახებ. არადა ევროპაში არსებობს სტანდარტები, რომელი სტანდარტების დაცვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს სიარულს, - აცხადებს იგი.   

შეგახსენებთ, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს ძალაში ტოვებს კომენდანტის საათსა და საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვსამდე გადაადგილების აკრძალვას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი