თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური სახით, 24-27 ივნისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ფიზიკური სახით გაიმართება. ამის შესახებ გვანცა ჯობავამ "მთავარი არხის" დილის ეთერში განაცხადა. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.

"ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, წელს აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებ-გვერდზე: www.tbilisibookfestival.ge, ამავე ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ გამომფენებსაც.

აღნიშნულ საიტზე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ", - წერია განცხადებაში.

ორგანიზატორების განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი ჰიბრიდული იქნება და ფიზიკური ღონისძიებების პარალელურად მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში წიგნების შეძენა ვებ გვერდზეც საფესტივალო ფასად შეეძლებათ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი