9 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს მოუწოდებენ, არ ჩაატარონ 26 მაისს დაგეგმილი, XXIX რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. მათ ამ მოთხოვნით, შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს.
ორგანიზაციების განცხადებით, რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და მოსამართლეების არჩევა, ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ სასამართლო სისტემის რეფორმაა. მათივე თქმით, მოსამართლეების ახლა არჩევა, "სპობს შესაძლებლობას საბჭოს მოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია".
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:
საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, თავი შეიკავონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევისგან, ვიდრე არ განხორციელდება საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება;
საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით შეიმუშავოს და მიიღოს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება და საკანონმდებლო აქტით დროებით შეაჩეროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების იმ დათქმის შესრულებამდე, რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში არჩევის უზრუნველყოფას;
დროულად შეიქმნას სამუშაო ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდება როგორც მართლმსაჯულების რეფორმის უკვე განხორციელებული ტალღების შეფასება, ასევე, სამომავლო ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოფილი იქნება ამ პროცესში ყველა დაინტერესებული აქტორის სათანადო ჩართულობა.
ხელმომწერი ორგანიზაციებია:
ცნობისთვის, ვადა ეწურება 4 მოსამათლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას.
ამავე თემაზე: