ცვლილებების დაჩქარება კლანს ხელს უწყობს სასურველი კანდიდატები შეარჩიოს - "დროა" უმაღლეს საბჭოზე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "დროა" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩანიშვნას ეხმაურება, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ. მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებულ ვადებში მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს ე.წ. კლანს შეარჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატები. 

"პოლიტიკური მოძრაობა "დროა" თვლის, რომ დაგეგმილი რეფორმისა და 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება არ ითვალისწინებს არსებულ მოცემულობას და აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ მართლმსაჯულების სისტემაში რეალური ცვლილებების განხოცრიელებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვეთაა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობითა და გამჭვირვალედ წარიმართოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი