ღარიბაშვილი ესპანეთში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში ზეთისხილის გაშენებისა და ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოს 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, 2020 წელს კი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ 1 წლის გახანგრძლივდა და საქართველო 2021 წელსაც იქნება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი