საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

გამოქვეყნდა:

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. დღიურად კი ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინა 3 613-მა ადამიანმა გაიკეთა. 

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით სულ აცრილია 105 500 პირი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია "სინოფარმის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინით მიმდინარეობდა. დღეს, 21 მაისს მოქალაქეები 12:00 საათიდან შეძლებენ "სინოვაკის" ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის გავლას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი