
მილიონ ლარზე მეტის შენაძენი ოკუპანტი ქვეყნისგან - პანდემიის პირობებში საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო შესყიდვებს რუსული კომპანიებისგან ახორციელებს. 4 რუსული სატვირთო მანქანა ქვეყნის ბიუჯეტს 590 ათას ლარამდე დაუჯდა. ამავე ოდენობის თანხა გადაუხადეს ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის ტანსაცმელი უნდა შეიძინოს. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
ამ შესყიდვებში ჩნდება ეჭვი და ვარაუდი, რომ არის ჩადებული კორუფციული ელემენტები, გარდა პოლიტიკური ნიშნულისა, რომ ყველაფერი თურმე ოკუპანტი ქვეყნისაგან უნდა ვიყიდოთ, რომ ბიუჯეტის ფული თურმე უნდა გადავურიცხოთ ოკუპანტ ქვეყანას. ამაში, მათ შორის, გათვალისწინებული არის ჩინოვნიკების კორუფციული ინტერესები, - ამბობს "პრესა.ჯის" რედაქტორი გიორგი კაპანაძე.
შესყიდვები კამაზების გარდა ჰალსტუხებსა და უნიფორმს სხვა ელემენტებსაც მოიცავს.