"ქართული ოცნების" დეპუტატები Freedom House-ს ანგარიშში საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას პანდემია და ოპოზიციის ბოიკოტს უკავშირებენ.
მმართველი გუნდში ამბობენ, რომ 2021 წელს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც შეინიშნებოდა.
ამ პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის თავისუფლების ხარისხი ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად შეიზღუდა, გამომდინარე აქედან ბუნებრივია შეეხებოდა საქართველოსაც. მაგრამ აქ კიდევ მეტი განმაპირობებელი ფაქტორები იყო ის, რომ სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულიად უაზროდ, ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი. ამ პროცესებსაც შესაძლოა ემოქმედა ამ მაჩვენებელზე", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.
"მთელ მსოფლიოში პანდემიისგან გამოწვეულმა გარკვეულმა შეზღუდვებმა განაპირობა მათ შორის ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მცირედი კლება თავისუფლების ხარისხის. იმიტომ, რომ ეს ზოგადად იყო ხან ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებული, ხან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან, ხან ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან", - ამბობს "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ამავე თემაზე: