ყოველი დღე უკან და უკან სვლას ვხედავ - ბობოხიძე კუჭავაზე

გამოქვეყნდა:

კახა კუჭავა, სამწუხაროდ, ცრუობს - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცა.

"რა თქმა უნდა, გაყალბდა, იმიტომ, რომ უამრავი ოქმია, სადაც ბალანსი უბრალოდ არ ჯდება და პირდაპირ არის მინიშნება და მტკიცება ე.წ. სომხურ კარუსელზე და რაც მთავარია, იმ მცირე რაოდენობის ოლქებშიც კი, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა და გახსნა, აღმოჩნდა უამრავი დარღვევა და ამის შემდეგ დაკეტეს სწორედ დანარჩენი უბნების გახსნის პროცესი. კახა კუჭავა, სამწუხაროდ, ცრუობს, მე ვიცნობ ამ ადამიანს და ძალიან გული მწყდება, რომ ყოველი დღე უკან და უკან სვლას ვხედავ. ოპოზიცია არ ამბობს, რომ [გაყალბებას] ვერ დაამტკიცებს",- თქვა აკაკი ბობოხიძემ

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უცხოურ პრესასთან ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიციამ ვერ დაამტიცა არჩევნების გაყალბება და პარლამენტში სწორედ ამის გამო შევიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი