"ოცნება" შესაძლოა, მორიგ დიპლომატიური სკანდალში გაეხვეს - ოპოზიცია "გადაგდების" მცდელობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ისტორიული შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს - მმართველი გუნდი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ აპირებს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ 8 მარტს დადებული შეთანხმების ნაწილი უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება არც ყოფილა. საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად კი "ოცნება" ელჩებს მიმართავს. 

ვიდრე ხელისუფლება დიპლომატებთან საქმის გარჩევის გამო ახალ საერთაშორისო სკანდალამდე მივა, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" საზოგადოებისა და ოპოზიციის "გადაგდებას" კიდევ ერთხელ აპირებს. 

დღევანდელი ხელისუფლების განცხადება შინაარსით, ტონალობით და არჩეული დროით იყო სრულიად უადგილო და კონტრპროდუქტიული. 

შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულების პირობებში მზად ვართ მივიღოთ საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობა იმისთვის, რომ  კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს. თუ არ მოხდება ეს, ეს იქნება მთლიანად ხელისუფლების ბრალი და თქვენ ამის დასტურს მიიღებთ ჩვენი მოკავშირეებისგან პირველ რიგში, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი