"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრების საქმეზე გადაწყვეტილება 31 მაისს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

გია ვოლსკის უხამსი ჟესტის გაპროტესტების გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება 31 მაისს გამოცხადდება.  

სასამართლო დარბაზი "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ მართულ პროცესებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.  

პოლიციამ აქციის მონაწილეები 2 აპრილს, ოცნების ცენტრალურ ოფისთან მაშინ დააკავეს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის სავალდებულო კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ. 

დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა ვოლსკიმ მათ შეძახილებს, უხამსი ჟესტით უპასუხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი