300 000 ლარიანი მონიტორი არც აჩვენებს და არც ხმა აქვს - სავარაუდო კორუფციული გარიგება ბათუმში

გამოქვეყნდა:

ბათუმის მუნიციპალიტეტმა ეკრანში 300 000 ლარამდე გადაიხადა. წყაროს ინფორმაციით, ღია კინოთეატრისთვის მაღალხარისხიანი ეკრანის ყიდვა აჭარის მთავრობის მეთაურმა თავის უახლოეს მეგობარს და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს დაავალა.

ალექსანდრე დავითაძემ ხელშეკრულება შპს ლედმონთან გააფორმა, ეკრანი ჩამოვიდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ის უხარისხო და დაბალფასიანია.

"მთავარს" წყარო უყვება რომ ამ ტენდერის გამო რიჟვაძის მეგობარს საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა. გამოუსადეგარი მონიტორი ბათუმის სტადიონს დაუთმეს, თუმცა სტადიონზე მონიტორს ხშირად არ რთავენ. 

"მთავარმა" გაარკვია რომ რიჟვაძის ახლო მეგობარმა და სკანდალური ტენდერის ავტორმა რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც, ჩვენი წყაროს ცნობით, სწორედ ეს მონიტორი და საეჭვო კორუფციული გარიგება გახდა.

ალექსანდრე დავითაძემ "მთავარს" გადადგომაც დაუდასტურა და თორნიკე რიჟვაძესთან მეგობრობაც. 

მეგობრის სამსახურიდან წასვლასა და უხარისხო ეკრანში 300 ათასის გადახდას შორის კავშირს ვერ ხედავს თავად რიჟვაძე. 

300 ათას ლარიანი მონიტორის ამბავს აჭარის მთავრობაც და მუნიციპალიტეტიც საგულდაგულოდ მალავდა. თუმცა მას შემდეგ რაც მთავარმა ამბავი გაიგო სასწრაფოდ მოქმედება დაიწყეს და მონიტორის გამოყენებაზე დღეს აუქციონი გამოაცხადეს.

ალექსანდრე დავითაძეს საქმიანობით კი შესაძლოა საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს, რადგან მისი სახელი აუდიტის დასკვნაში უარყოფით კონტექსტში არაერთხელ მოხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი