კვლევა უკვე მიმდინარეობს, უნდა შევიდეს პარლამენტში რეალური ოპოზიცია, თუ არა - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ კვლევას ატარებს, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ფაქტორი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას.

კვლევის შესახებ გაერთიანებაში შემავალი პარტიის, "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. 

გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას, ოქრიაშვილმა თქვა, რომ 2-3 დღეში, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სავარაუდოდ უკვე გააცნობს საზოგადოებას გადაწყვეტილებას, თუმცა მანამდე მსჯელობა პოლიტსაბჭოზე იქნება, სადაც ასევე განიხილავენ მიმდინარე კვლევის შედეგებს

ეს კვლევა უკვე მიმდინარეობს... არის მკაფიოდ 2 საკითხი - უნდა შევიდეს პარლამენტში რეალური ოპოზიცია, თუ არ უნდა შევიდეს.

უკვე ჩანს, რომ არამარტო პარტიაში და ოპოზიციაშია აზრთა სხვადასხვაობა, მე მაქ ინფორაცია, რომ იქაც აზრთა სხვადასხვაობაა. ალბათ 2-3 დღეში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია მოგახსენებთ შედეგებს." ამბობს ოქრიაშვილი. 

მისივე თქმით, თავად დაემორჩილები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია მიიღებს, თუმცა ოქრიაშვილის თქმით, თავად ე.წ. ჰიბრიდულ ვარიანტს ემხრობა, რომელიც გულისხმობს არშესვლას, მაგრამ მუშაობას საარჩევნო და სასამართლო რეფორმის საკითხებზე.

რაც შეეხება კვლევის ფორმატს, ოქრიაშვილის ინფორმაციით, ის პირისპირი მეთოდის, აიპადების გამოყენებით ტარდება და ავტორიტეტული ორგანიზაცია ატარებს, თუმცა კონკრეტულად რომელი, ოქრიაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს:

ეს არის პირისპირი კვლევა ნახევარსაათიანი, აიპადების გამოყენებით. დაცულია აბსოლუტურად კვლევის ხარისხი. ძალიან მაგარი კვლევა იქნება 1500-დან 2 200 კაცამდე, ვნახოთ როგორ მოვასწრებთ. ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია ატარებს, 2-3 დღეში მოგახსენებთ ყველაფერს" ამბობს ოქრიაშვილი "დღის სტუმრის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი