პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე საუბარი იყო, მაგრამ... - კახა კალაძე

გამოქვეყნდა:

ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ამაზე საუბარი ზოგადად იყო შეხვედრაზე, მაგრამ მათ მიიღეს მკაფიო პასუხი - დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას მათი მხრიდან საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მსჯავრდებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება არ განიხილება. 

კალაძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრებზე არ საუბრობენ, არც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. მაგალითად, აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე საუბარიც არ ყოფილა.  

არანაირი პოლიტპატიმრები არ გვყავს. გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში, ზოგადად, განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის, პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. 

განცხადებები, რომელიც იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის. თქვენ შეგიძლიათ კარგად ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო გაკეთებული აშშ-ს საელჩოს მხრიდან. დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა შეხვედრებს, რომ ზოგადად, ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მიიღეს შესაბამისი პასუხი, - აცხადებს კალაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი