"მოდით ნუ ისაუბრებთ საზოგადოების სახელით იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პარტიას 3% ნდობა აქვს მიღებული მოქალაქეებისგან - არ ვიცი რამდენად სწორი არის თქვენის მხრიდან საზოგადოების სახელით საუბარი. თუკი არსებობს პრეტენზიები, არის საგამოძიებო კომისია სადაც თქვენ პირადად შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, გამოიძახოთ, დაიბაროთ მათ შორის ცესკო-ს ის წევრები, დაუსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და ამით თქვენც დარწმუნდეთ, საზოგადოებაც დაარწმუნოთ ან გადაარწმუნოთ იმასთან დაკავშირებით, იმსახურებენ თუ არა არსებული პირები ნდობას"
"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის პასუხი "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილი განცხადებაზე, რომ ცესკო ნდობას დაიბრუნებს, თუ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.