კარასინი: საქართველოში, ჩვენი მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციები დაუშვებელია

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ინფორმაციით, გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ახალი "პროვოკაციების" დაუშვებლობას გაუსვა ხაზი:

"[ვაჭრობაში] პოზიტიური დინამიკა ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ განცხადებებს და საქართველოს ზოგიერთი წარმომადგენლის ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე, რაც ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზების ობიექტურად მომგებიან პროცესს.

რუსეთის მხრიდან აღინიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების მიმართ ახალი პროვოკაციების დაუშვებლობის მნიშვნელობა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ონლაინ ფორმატში დღეს შედგა. ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმაც და განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი