საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - კომიტეტებმა პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

  • საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების წესის, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.
  • კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი.
  • ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები, იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და არჩევის წესი.
  • ცესკოს 8 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
  • ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
  • ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.
  • საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას.
  • საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.
  • გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.
  • კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.
  • კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე.
  • იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.
  • ​შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.

"გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ფაქტობრივად, უბნების 10% გადაითვლება ხელახლა, რაც უდრის არჩევნების სრულად გადათვლას"- ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორი და ინიციატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი