პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა გრძელდება. დოკუმენტს დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ.
არსებული ცვლილების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციები 11-ის ნაცვლად 17 წევრისგან დაკომპლექტდება, საიდანაც 9 პარტიების წარმომადგენელი, 8 კი პროფესიული ნიშნით არჩეული პირი იქნება.
საარჩევნო უბანთან აგიტაცია 100 მეტრის რადიუსით აიკრძალება, დარღვევის შემთხვევაში კი სანქციები დაწესდება.
იზრდება საჩივრის შეტანის ვადა, ამასთან კომისიის წევრებს საჩივრის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობაც მიეცემათ.