"ის უსამართლობის ნიაღვარი, რაც მომართეს ჩვენს წინააღმდეგ თავის დროზე, სწორედ ეგ იქცა მთავარ დაბრკოლებად "ნაციონალური მოძრაობისთვის". ის ხალხი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქოქეს, ახლა მოქოქილები არიან იმ ლიდერების წინააღმდეგ, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა. ეს პროცესი რთულია "ნაციონალური მოძრაობისთვის". 2 კვირის წინ ჩვენზე უმტკიცებენ ხალხს, რომ მოღალატეები ვართ, ახლა თვითონ უნდა მიიღონ იგივე გადაწყვეტილება და აუხსნიან თუ რატომ არ არიან მოღალატეები. ნამდვილად არავინ არის მოღალატე და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შემოვიდეს"
ამბობს პარლამენტის დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე".