საბოტაჟი დასრულებულია, მელიას დადებითი ტენდენცია არ აქვს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია", და შევლენ თუ არა პარლამენტში დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ეს "მეორეხარისხოვანია". მან მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ უწოდა "საბოტაჟი".

კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეც ისაუბრა. მისი აზრით, მელიას პოლიტიკურ პროცესებში "დადებითი ტენდენცია არ აქვს".

"ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობაში". ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია, გამოჩნდა ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი