გიორგი ვაშაძე მთავრობას 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე 8 მარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დიპლომატების მონაწილეობით შემდგარი შეთანხმება ორი ნაწილისაგან შედგება: პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვაშაძის თქმით, მთავრობას კორონავირუსის გამო დანაპირების არშესრულებას არავინ აპატიებს .  

მოგიწოდებთ, გონს მოეგეთ და დროულად შეასრულეთ შეთანხმების ორივე კომპონენტი, რომელიც იქნა ჩვენ მიერ და თქვენ მიერ ხელმოწერილი. ყველა ის მხარე, რომელიც ესწრებოდა, მათ შორის ისინიც, ვინც ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, ისინიც კი ადასტურებენ, რომ სწორედ პატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა მეორე დოკუმენტი, - აცხადებს ვაშაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი