"ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები კახა კუჭავას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.

ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, შეხვედრა ეხებოდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული  საკითხების განხორციელების გრაფიკის შეთანხმებას:

საუბარი იყო მართლმსაჯულების რეფორმაზე, რადგან ეს რის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში. თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, ალბათ ვერ მოხდება, ვერც პროკურატურის დეპოლიტიზაცია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ რეალობიდან, რომ გვაქვს შეთანხმება და ამ შეთანხმების ფარგლებში განვახორციელოთ რეფორმების ნაწილი, დანარჩენი ძირეული რეფორმები კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რომელიც ჩვენი გათვლებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზით, 2022 წელს მოხდება",- განაცხადა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი