"ტყუილია" - კალაძე დაპირისპირებებისა და პარტიული ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან დაპირისპირება არ აქვს.

კახა კალაძე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს.

„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით. მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერმინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, - თქვა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი