"ერთსაც ეშინია და მეორესაც ეშინია და თუ ეშინიათ, წავიდნენ ხელისუფლებიდან და მივხედავთ ამ ქვეყანას, ავაწყობთ ყველაფერს, ქვეყანას წინ წავიყვანთ და აღარ გვექნება ეს მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება. მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ხალხს ეს აღარ აინტერესებს, ყელში ამოუვიდა ეს კინკლაობა, თავდასხმები"
ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებასა" და გიორგი გახარიაზე საუბრისას.