"პარლამენტზე რაც არის დამოკიდებული და დოკუმენტში რაც არის ნაკისრი, მათ შორის სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, ამ პასუხისმგებლობის ერთგული ვრჩებით. თუმცა, ჩვენ დამოუკიდებელი ინსტიტუციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვერ და არ ჩავერევით. პოლიტიკის შეტანა სასამართლოში არის დაუშვებელი და მიუღებელი"
ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ერთობლივი მიმართვის პასუხად.