საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პედაგოგებსაც ეხება

გამოქვეყნდა:

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტით, გაფართოვდა იმ საჯარო მოხელეების წრე, რომლებსაც სამუშაო საათების განმავლობაში, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არ აქვს - სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს აეკრძალებათ.

კანონპროექტით ასევე იკრძალება წინასაარჩევნო კამპანიისთვის სამსახურებრივი ნიშნით, საჯარო მოხელეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულების შეკრება არასამუშაო საათებშიც. მათ შორის, აკრძალულია პედაგოგების შეკრება.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს.

არსებული ცვლილების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციები 11-ის ნაცვლად 17 წევრისგან დაკომპლექტდება, საიდანაც 9 პარტიების წარმომადგენელი, 8 კი პროფესიული ნიშნით არჩეული პირი იქნება.

საარჩევნო უბანთან აგიტაცია 100 მეტრის რადიუსით აიკრძალება, დარღვევის შემთხვევაში კი სანქციები დაწესდება.

იზრდება საჩივრის შეტანის ვადა, ამასთან კომისიის წევრებს საჩივრის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობაც მიეცემათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი