"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - თბილისის ქუჩებში მსვლელობაა

გამოქვეყნდა:

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით თბილისში აქცია-მსვლელობა იმართება. ორგანიზატორი "გირჩი- მეტი თავისუფლებაა". აქციის მონაწილეები მსვლელობას დიდუბიდან დედაენის ბაღამდე მართავენ და კომენდანტის საათი გაუქმებას, საზღვრებისა და ყველა ბიზნესის გახსნას, ასევე ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ.

"მოვითხოვთ, გაუქმდეს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა დაწყებული  კომენდანტის საათით, გაგრძელებული ქვეყნის ჩაკეტვით და დასრულებული ქუჩაში პირბადეების ტარებით. ყველა შეზღუდვა უნდა მოხნას, თორემ უბრალოდ ვერ გადავრჩებით", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ავტორი: ზურა პერტოსიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი