მილიონერი მასწავლებელი - მეორედ აღზევებული "კახური კლანის" სავარაუდო კორუფციული სქემა

გამოქვეყნდა:

წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიას ევროპელმა დონორებმა მილიარდები ასესხეს იმისთვის, რომ რეგიონებში წყალი იყოს.

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის პერიოდში ამ კომპანიის მთავარი ბუღალტერი დაიჭირეს. მსჯავრდებული ქალი ამტკიცებს, რომ ფულს მისი უშუალო უფროსი იპარავდა, მაგრამ დირექტორის საქმიანობა სათანადოდ არავის გამოუძიებია, სავარაუდოდ იმის გამო რომ ის ე.წ. კახელების კლანს წარმოადგენდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ აღზევების შემდეგ კი სულ რამდენიმეთვიან პერიოდში ერთმა კომპანიამ 200 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

კომპანია "კომფორტმშენ 21" 2009 წელს დაფუძნდა. მისი აღმავლობის ხანა კი 2012 წლიდან დაიწყო. ამ კომპანიამ არაერთ ტენდერში გაიმარჯვა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მხოლოდ ბოლო 9 თვეში 132 მილიონი.

მაღალშემოსავლიანი კომპანიის მესაკუთრე 2012 წლიდან ციცინო ჭიკაიძეა. როდესაც ის კომპანიის 100%- იანი წილის მფლობელი გახდა 103-ე საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 

"კომფორტმშენ 21" ძირითადად წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს და უპრობლემოდ იმარჯვებს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ფორმალურად ციცინო ჭიკაიძის კუთვნილი კომპანიის უკან გავლენიანი პირები დგანან.

ბევრი წყარო ადასტურებს, რომ მრავალმილიონიანი ბიზნესიდან წილი პრემიერმინისტრის ოჯახის ანგარიშზე ირიცხება და მრავალმილიონიანი კომპანია ციცინო ჭიკაიძეზე მხოლოდ ფორმალურად არის გაფორმებული.

კომპანიის დირექტორის ლაშა კიტიაა​, რომელსაც ციცინო ჭიკაიძის შვილი, თამილა წიკლაური არ იცნობს, თავად კიტია კი ამტკიცებს, რომ თამილას კარგად იცნობს. 

"მთავარის შაბათთან" სატელეფონო საუბარში ის ამტკიცებს, რომ კონკურენტულ გარემოში იმარჯვებს, რადგან სახელმწიფოს რეალური ფასს სთავაზობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი