"კომბლიანი რაინდის" პოლიტიკა - კავშირები კრემლთან და საერთო ბიზნესი ივანიშვილის გარემოცვასთან

გამოქვეყნდა:

ვისი ან რისი იმედით მოდის ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში? ღიად პრორუსული პროექტი "პატრიოტთა ალიანსი" ჩავარდა, "ქართლი მარშის" ლიდერები დაიშალნენ, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ასპარეზზე ახალი ძალის გამოყვანა, რომელიც რუსულ გავლენებს გააძლიერებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, საწყისი თანხა - 1.5 მლნ დოლარი ვასაძეს ივანიშვილმა მისცა. თუ პროექტი გაამართლებს, პარტია კიდევ უფრო დიდ რესურსს პირდაპირ რუსეთიდან მიიღებს. 

პოლიტიკაში მოსული რაინდი ამტკიცებს, რომ ივანიშვილთან კავშირი არ აქვს, თუმცა სასტუმრო, რომელიც ტურისტულ ცენტრში შენდება, სამი მფლობელი ჰყავს - ერთი ლევან ვასაძე, ბიძინა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი.   

ვასაძე საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. მისი კარიერაც სწორედ მოსკოვში, კორპორაცია სისტემაში დაიწყო. რუსეთში ბიზნესი ახლაც აქვს და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს კრემლის იდეოლოგებთან. 

ლევან ვასაძის მომავალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კიდევ ერთი ბიზნესმენი კოტე მორგოშია იქნება. არც ის და არც თავად ვასაძე არ მალავენ, რომ რუსეთთან მათ პირდაპირი დიალოგი ექნებათ და თვლიან, რომ ეს დღეს საქართველოს სჭირდება.

მორგოშიას სახელმწიფოსგან 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი გარკვეული ვალდებულებებით აქვს მიღებული. სახელმწიფოსგან მიღებული ქონება კი ახლობლებზე აქვს გადაფორმებული.

მცხეთის ცენტრში წესით მორგოშიასა და მის მეგობარს 72 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინათ, თუმცა წლებია ვალდებულებას არ ასრულებენ. 

ვასაძის პოლიტიკური დაჯგუფება უკვე წელიწადია საკუთარ პროპაგანდისტულ ტელევიზიას - ალტ ინფოს ქმნის. რომელსაც ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ უპრობლემოდ მისცა, იმის მიუხედავად რომ ალტ-ინფოს ჯგუფი - ძალადობრივი მოწოდებების გამო ფეისბუქზე დიდ ხანია დაბლოკილია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი