ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ არ იცის, სირცხვილს რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს - ბოკუჩავა ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა სირცხვილს, რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს", - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას.

ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის.

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან სერიოზულ ძალას. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, მათ შორის პარლამენტს შიგნით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებით", - ამბობს ბოკუჩავა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ ნიკა მელიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა რცხვენია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი