ტკიპას ერთი ნაკბენით კაცს სამი სხვადასხვა დაავადება დაემართა

გამოქვეყნდა:

ორეგონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმებმა ადამიანისა და ტკიპას ყველა დროის ყველაზე უიღბლო შეხვედრა აღწერეს. მათი თქმით, ისინი 70 წლის მამაკაცს მკურნალობენ, რომელიც ტკიპას ერთი ნაკბენის შედეგად სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინფექციით დაავადდა.

BMJ Case Reports-ის თანახმად, გადაუდებელი დახმარების კაბინეტში სიცხით, ღებინებით, შესიებული კოჭითა და სხვა სიმპტომებით მივიდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ მას ანემია (სისხლის წითელი უჯრედების მცირე რაოდენობა), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების მცირე რაოდენობა) და თირკმლის მწვავე დაზიანებასთან ერთად, სავარაუდოდ, ღვიძლის პრობლემაც აწუხებდა.

მამაკაცმა ექიმებს უთხრა, რომ ერთი თვლით ადრე კოჭზე ნაკბენი შენიშნა, რომელიც მწერისა ეგონა. მან ნაკბენი აშშ-ის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში მოგზაურობის შემდეგ შენიშნა. ექიმებისთვის სწორედ მისი მოგზაურობის ისტორია გახდა იმის ფიქრის მიზეზი, რომ მას რეალურად დაავადების გადამტანმა ტკიპამ უკბინა (რვა ფეხიანი არაქნიდი). როდესაც სისხლის ანალიზების პასუხები მოვიდა, შედეგებით ექიმებიც კი შოკში იყვნენ. კაცს არა მხოლოდ ბორელიოზი (ლაიმის დაავადება) ჰქონდა, არამედ ანაპლაზმა  და ბაბეზიაც დაუდგინდა.

ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი დაავადებები გავრცელებულია, რადგან ტკიპები მიკრობებით „გატენილები“ არიან, თუმცა „ტკიპის მიერ შეყრილი სამი დაავადება ერთდროულად უკიდურესად იშვიათია“.

ლაიმის დაავადება ბევრ სიმპტომს იწვევს, მათ შორის ცხელებასა და პირღებინებას, ხოლო ანაპლაზმა და ბაბეზია ანემიას, თრომბოციტოპენიასა და ორგანოების დაზიანებას იწვევს. საბედნიეროდ, სამივე დაავადებას ანტიბიოტიკები ეფექტურად ებრძვის და ექიმების თქმით, სწორი მკურნალობით მამაკაცი წარმატებით გაუმკლავდა სიმპტომებს და მალე გამოჯანმრთელდება სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი