
დღეს, ბათუმში გამართულ სასტუმრო და ტურისტულ ბიზნესთან შეხვედრის დროს, საუბარი საშემოდგომო არჩევნების დროს ოცნების ახალ სახეებსაც შეეხო.
კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".
ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები, - განაცხადა გახარიამ.