თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - ნიკა მელია დღეს თელავში ჩავიდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები კონსულტაციებს რეგიონებში იწყებენ. 

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე", ნიკა მელია ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

"ყველა ჩვენს მეგობარს, ყველა ჩვენს თანაპარტიელს, ყველა ჩვენს პარტნიორ პარტიის თავმჯდომარეს, კოლეგებს ა.შ., როდესაც შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას.

ახლაც მიმაჩნია, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე მეგობრებთან ერთად და ის, რომ დღეს ვარ თელავში, ეს არის ნაწილი ამ ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის.

შეუძლებელი იყო, დაუშვებელი იყო და უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა ციხიდან გამოსვლისთანავე მიმეღო გადაწყვეტილება, თუნდაც მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პარტიაში.

მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ოლიგარქიული რეჟიმი საფრთხეა, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ეს არის საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება, ამასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება",-თქვა ნიკა მელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 10 მაისს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. 19 აპრილს კი ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი