ცესკო-ში შეხვედრა დასრულდა - შეიქმნება სამუშაო ჯგუფი

გამოქვეყნდა:

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველ გუნდსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის შეხვედრა დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური მხარეები და უცხოელი ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი იმ ინიციატივებზე იმუშავებს, რომლებიც დღეს შეხვედრაზე ოპოზიციამ წარადგინა.

კერძოდ, საუბარია არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ოპოზიციის ინიციატივა ელექტრონულად ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურას შეეხება, ასევე საარჩევნო პროცესში ჩართული ამომრჩევლის ელექტრონულ იდენტიფიცირებას.

ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ინიციატივებს უკვე პროცესში გატესტავს. შეიქმნება საარჩევნო უბნის სიმულაცია, სადაც სამივე ტექნოლოგიას პროცესში გამოიყენებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება გამოიყენებენ თუ არა ამ მექანიზმს 2021 წლის არჩევნებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი