რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძესა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკური კრიზისის პასუხისმგებლობის საკითხი გახდა. ზარქუას თქმით, ოპოზიციას "ევროპა დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ 6 თვე დროს ტყუილად
კარგავდნენ და პარლამენტში უნდა შესულიყვნენ".
"ევროპას ყურით რომ არ მოეყვანეთ და ხელი რომ არ მოგეწერათ იმ შეთანხმებაზე აქ არ ვიქნებოდით. სხვანაირი ტონალობით დავიწყეთ და თუ გააგრძელებთ, მიიღებთ, არა მაქვს ამის პრობლემა. ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა ლაპარაკობთ. ყურით მოგიყვანათ 24 საათში, რომ ხელი მოგეწერათ შარლ მიშელის შეთანხმებაზე და ეს მთელმა საქართველომ იცის. ცოტა წყნარად იყავით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ", - უპასუხა მას გიორგი ვაშაძემ.
ვიდეომასალა "სტრატეგია აღმაშენებლის" გვერდზე ვრცელდება.