"ოცნებას" არ ჰყავს კონკურენტი... პარტიაში იდეალური, ჰარმონიული სიტუაციაა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ჩვენი დეგრადირებული, დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება. იმ მიზეზით, რომ გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა.. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია.

"ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პრეტენდენტი, რეალური კონკურენტი. ჩვენ ვართ საქართველოში ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალური კონკურენტი არ ჰყავს. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. უნდა განვითარდეს რეალური ოპოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არის ეს გამოწვევა".

- თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი