"ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე, ნაციონალურ მოძრაობაზე, რადგან მკითხეთ, გეტყვით, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ისინი. 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მედიატორობით, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ. ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არც შესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.