"არავინ აპირებს ნიკა მელიასთვის შექმნას კანონები" - პარლამენტში ამნისტიის პროექტის "ქართული ოცნების" ვერსიას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვერსიის განხილვა იწყება. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" ვერსიას განიხილავენ.

მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მხარეები ერთ კანონპროექტზე შეთანხმდნენ, მათი აზრით კი, ეს პროექტი "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული დოკუმენტია.

"ლოგიკური იქნება, თუ შევჯერდებით ერთ პროექტზე და ვფიქრობ, ეს პროექტი იყოს ის, რაც წარდგენილია ქართული ოცნების მიერ. 

ჩვენ ვეყრდნობით შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევა ამნისტირებას ექვემდებარება",-თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკოც. მისი თქმით,  კანონპროექტი მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის არ შემუშავებულა.

"ნიკა მელია მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან ოპოზიციური პარტიის ლიდერია, მაგრამ ასეც არ არის, რომ მთელი სამყარო, ქვეყანაც და პარლამენტიც ნიკა მელიას ირგვლივ ბრუნავს. არავინ აპირებს, რომ მასზე დამიზნებულად და მისთვის შექმნას კანონები, ირელევანტური რაღაცებია ეს",-თქვა სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის განხილვებში ჯერჯერობით არ მონაწილეობს, თუმცა როგორც აღნიშნა, თუკი ერთ ვარიანტზე შეჯერება საჭირო გახდება ის განხილვაში ჩაერთვება.

რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს მას კითხვებზე პასუხი არ გაუცია.

ვის შეეხება 20 ივნისის ამნისტია - "ქართული ოცნების" კანონპროექტი სრულად 

რა წერია ოპოზიციის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი