
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ხელისუფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს გაითვალისწინებს.
"მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევები გავითვალისწინოთ ხოლმე. მით უმეტეს, როცა კიდევ ვიმეორებ, ყველა გავლენიანი ორგანიზაცია, არა მხოლოდ არასამთავრობო, არამედ მათ შორის უკვე სამთავრობო სტრუქტურებიდან ისმის ყველა ანგარიშში, როდესაც სასამართლოზეა საუბარი ისმის სამწუხაროდ სასამართლოების პრობლემასთან დაკავშირებით საკითხები", - თქვა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.
კელი დგენანმა და კარლ ჰარცელმა 22 მაისს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი მმართველ გუნდს აფრთხილებენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე არ განახორციელოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნული მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.