ულტიმატუმები არ არის სწორი გზა - თურნავას პირველი კომენტარი რიონის ხეობის მცველების მოთხოვნაზე

გამოქვეყნდა:

ულტიმატუმების ენაზე საუბარი არასწორია - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვაჰესის მოწინააღდმეგე აქციაზე შეკრებილ აქტივისტებს.

"ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა ტექნიკური დეტალი, რაც შეეხება პროექტს.

ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ",-თქვა ნათია თურნავამ.

 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანეჰსის წინააღმდეგ პროტესტმა 23 მაისს თბილისში გადმონაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნების შესასრულებალდ დრო 12 საათამდე მისცეს, დღეს ისინი მსვლელობას და ქუჩების პიკეტირებას აპირებენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი