ნახეთ: ვარსკვლავების დაბადების ამსახველი ულამაზესი, მაღალი რეზოლუციის სიმულაცია

გამოქვეყნდა:

მეცნიერებმა ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ამ დრომდე ყველაზე რეალისტური კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს. ამ სიმულაციით შეგვიძლია დავინახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს ვარსკვლავების ინკუბატორებში.

სიმულაციაში STARFORGE (Star Formation in Gaseous Environments) აირების გიგანტური ვირტუალური ღრუბელი კოლაფსირდება და შედეგად, ახალი ვარსკვლავები წარმოიქმნება. სხვა სიმულაციებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი ღრუბლის მხოლოდ მცირე ნაწილი რენდერდებოდა, STARFORGE ვარსკვლავთწარმომქმნელი ღრუბლების მთლიან ღრუბელს აღწერს. 

ჩვენ ვარსკვლავების წარმოქმნის ბაზისები ვიცით, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. თუ ნამდვილად გინდა სრული სურათის მიღება, მაშინ მთლიანი პროცესის სიმულაცია უნდა გააკეთო, - ამბობს მაიკ გრუდიჩი, თეორიული ასტროფიზიკოსი ევანსტონის ჩრდილოდასავლეთ უნივერსიტეტიდან.

მაგალითისთვის, ასტრონომებმა კვლავ არ იციან, რატომ აქვთ ვარსკვლავებს განსხვავებული მასები.

STARFORGE აირის დიდი სფეროთი იწყება, რომლის ზომა ასობით სინათლის წელიწადი შეიძლება იყოს, ხოლო მასა მზის მასას რამდენიმე მილიონჯერ აღემატებოდეს. ღრუბელში არსებული ტურბულენტობა (ძლიერი გრავიტაცია, წნევა, ტემპერატურა და ა.შ.) ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის წინაპირობაა. ეს ვარსკვლავები მძლავ ჭავლებს წარმოქმნის, რადიაციას ასხივებს, ვარსკვლავურ ქარებს წარმოქმნის და სუპერნოვად ფეთქდება. საბოლოოდ, ეს ფენომენი ღრუბლის უკანასკნელ ნარჩენებს ფანტავს და შედეგად ახალდაბადებული ვარსკვლავები რჩება. მთლიან პროცესს მილიონობით წელიწადი სჭირდება - კომპიუტერს კი ამის სიმულირებისთვის თვეები დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესები სუპერკომპიუტერებზე მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი