პარლამენტის თავმჯდომარემ რიონის ხეობის მცველებს შეხვედრა შესთავაზა 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე აქციას მართავენ შეხვედრა შესთავაზა. განცხადება ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა.

გოლეთიანის თქმით, მათ აქვთ საპირისპირო შეთავაზება, რომ დაიძრებიან პარლამენტის მიმართულებით, მივლენ საკანონმდებლო ორგანოსთან და იქ დაელოდებიან კუჭავას და ყველა ერთად მოისმენს რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას, ან მეორე ვარიანტი - შეხვედრა მოხდება მედიის თანდასწრებით, პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

აქციის მონაწილეები ახლა ხელისუფლებისგან ელოდებიან პასუხს, რომელ ფორმატზე არიან თანახმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი