ჩემი კარები ყოველთვის ღიაა - კუჭავა რიონის ხეობის მცველებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადასტურებს, რომ მასსა და რიონის ხეობის მცველებს შორის ნამდვილად იყო კომუნიკაცია, ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს და მოისმინონ რამდენად შესაძლებელია დისკუსიაში პარლამენტი ჩაერთოს.

"დილით 10 საათზე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი, სადაც ჟურნალისტებთან კითხვის დასმის შემდეგ გამიჩნდა სურვილი და ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს. ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამოეცნო და რეალურად მომესმინა რამდენად არის და ისინი ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციებს დაახლოება, ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული ან არა მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. 

ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც შედგება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს", - თქვა კახა კუჭავამ. 

მისივე განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

ჯერ უცნობია კონკრეტულად როდის და რა ფორმატში შედგება კახა კუჭავასა და რიონის ხეობის მცველების შეხვედრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი