ჯო ლიგონი 15 წლის იყო, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მას შემდეგ, თინეიჯერს 68 წლის განმავლობაში თავისუფლება აღარ შეუგრძვნია. საპყრობილედან ის ცოტა ხნის წინ, 83 წლის ასაკში გამოვიდა. ლიგონმა BBC World Service-თან ისაუბრა ციხეში გატარებული თითქმის შვიდი ათწლეულის შესახებ, ასევე იმაზე, თუ რატომ ელოდა ამდენი ხანი თავისუფლებას და დარჩენილ ცხოვრებას როგორ გაატარებს.

მარტო არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბუნებით მარტოხელა ადამიანი ვარ. მარტო ყოფნა ყველაფერს მირჩევნია და ყველაფერს ვაკეთებ ამის მისაღწევად. ჩემი დაჭერის დღიდან გათავისუფლებამდე, მთელი ეს დრო, ყველასგან იზოლირებულ საკანში გავატარე.

ეს ჩემნაირი მარტოსული ადამიანებისთვის მისწერებაა. მე ისეთი ტიპის ადამიანი ვიყავი, რომელიც შევიდა საკანში და დახურა კარი. ამის იქით რა ხდებოდა, არაფერი დამინახავს და არც გამიგია. როდესაც ჩვენ ტელევიზორისა და რადიოს ქონის უფლება მოგვცეს, მე მხოლოდ მათ დავუმეგობრდი.

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ციხის ცხოვრება ჯო ლიგონმა რაღაც ხარისხით მოირგო. მან ასწავლა, რომ ზედმეტად თვალში არავის გასჩხეროდა, თავი დაბლა ჰქონოდა დახრილი, ბევრი არ ელაპარაკა და პრობლემებისგან შორს დამდგარიყო. მისი თქმით, 68 წლის განმავლობაში ციხეში ეს გაკვეთილები კარგად ისწვლა.

დღის ბოლოს, როდესაც ის მისთვის განკუთვნილ საკანში ბრუნდებოდა, მას არ აწუხებდა, რომ იქ არავინ იყო. პირიქით, საკუთარ თავთან მეგობრობა მისთვის წინასწარ განზრახული არჩევანი გახლდათ.

მეგობრები არც გარეთ და არც შიგნით არ მყავდა. მაგრამ იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებთანაც შეხება მქონდა, ვექცეოდი ისე, თითქოს მეგობრები ყოფილიყვნენ. და ჩვენ კარგად ვიყავით ერთმანეთის მიმართ.

მე არ გამომიყენებია სიტყვა მეგობარი. მივხვდი, რომ ამ სიტყვის გამოყენების არჩევანი ჩემნაირი ადამიანისთვის ბევრს ნიშნავს. და უამრავი ადამიანი ამბობს, რომ თუ მეგობარი ხარ, შეიძლება ბევრი დიდი შეცდომა დაუშვა.

ჯო ლიგონი 15 წლის ასაკში დაიჭირეს, საპყრობილე კი 83 წლისამ დატოვა. (წყარო: PENNSYLVANIA DEPARTMENT OF CORRECTIONS)            

მისივე აღიარებით, ლიგონი მარტოსული ადამიანი იყო. როდესაც ალაბამაში ბაბუა-ბებიასთან იზრდებოდა, მას ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. თუმცა, ლიგონს ოჯახთან გატარებული დრო ტკბილი მოგონებებად ახსენდება, მაგალითად ის, რომ ყოველ კვირა ბაბუამისი ადგილობრივ ეკლესიაში დადიოდა და ქადაგებდა.

როდესაც 13 წელი შეუსრულდა, ლიგონი ღრმა სამხრეთიდან ექთან დედასთან, და-ძმასა და ინჟინერ მამასთან ერთად ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად. ის სკოლაში ჭირვეული ბავშვი იყო და წერა-კითხვა უჭირდა, სპორტიც დიდად არ უყვარდა და ამის გამო მეგობრების შეძენა უჭირდა.

გარეთ ყოფნა და გართობა დიდად არ მიყვარდა. ორი მეგობარი მყავდა და ეგეც საკმარისი იყო ჩემთვის - ხალხმრავლობა არასდროს მიზიდავდა.

1953 წლის პარასკევი საღამო იყო, როდესაც ლიგონი შარში გაეხვა. ის თავის თანხმლებ პირებს კარგად არ იცნობდა. ისინი სამეზობლოში სეირნობისას სხვა ჯგუფს გადაეყარნენ. ისინი ალკოჰოლს სვამდნენ.

ჩვენ ღვინის საყიდლად მათ ცოტა ფული ვთხოვეთ. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და ერთს მეორე მოჰყვა...

მისი თქმით, იმ ღამეს ძალადობრივ ქმედებებში თვითონაც აქტიურად იყო ჩართული. ამ საღამოს ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა. ლიგონი პირველი იყო, ვინც დაიჭირეს და განყოფილებაში დაკითხვაზევე სიმართლის ლაპარაკი დაიწყო. მან ძალოვნებს უთხრა, რომ მის თანმხლებ პირებს არც კი იცნობდა.

მხოლოდ ორს ვიცნობდი ამ ჯგუფიდან და მათი სახელებიც კი არ ვიცოდი, ზედმეტსახელებით მივმართავდი.

ლიგონი ამბობს, რომ საკუთარი სახლისგან შორს, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და ხუთი ღამე დატოვეს იქ, ყოველგვარი იურიდიულ დახმარებსთან წვდომის გარეშე. ის ამბობს რომ დიდხანს იყო გაბრაზებული, იმიტომ რომ მისი მშობლები უკან გააბრუნეს, როცა მისი ნახვა სცადეს.

ლიგონი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ხუთი ღამის განმავლობაში ამყოფეს და უარი უთხრეს ნებისმიერი სახის იურიდიულ მომსახურებაზე წვდომასთან. როდესაც მისმა მშობლებმა შვილის ნახვა განიზრახეს, პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა.

იმ კვირას 15 წლის თინეიჯერი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ბრალდება, რომელსაც ის თავდაპირველადაც და ახლაც უარყოფს, თუმცა, CBS-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი დაჭრა, რომელსაც ძალიან ნანობს.

პოლიციამ დოკუმენტი გადმომცა, სადაც ხელი უნდა მომეწერა და მკვლელობა მეღიარებინა. მე არავინ მომიკლავს.

ლიგონების ოჯახი სამხრეთ ფილადელფიაში ცხოვრობდა, ქალაქის ტრადიციულად მუშათა კლასის ნაწილში.

პენსილვანია ერთ ერთი შტატია, ექვსს შორის, რომელიც სამუდამო სასჯელს არ უქვემდებარებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას. ლიგონი მოხვდა დანაშაულის ხარისხის მოსმენაში, სადაც მან აღიარა საქმის ფატქები, ხოლო მოსამართლემ იგი დამნაშავედ ცნო პირველი ხარისხის მკვლელობის ორი პუნქტით.

პენსილვანია ექვსი შტატიდან ერთ-ერთია, სადაც სამუდამო პატიმრობა შეწყალებას არ ექვემდებარება. ლიგონი სასამართლო მოსმენაზე იმყოფებოდა, სადაც მან საქმის დეტალები აღიარა, მოსამართლემ კი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი პუნქტით თინეიჯერი დამნაშავედ სცნო.

სასჯელის გამოცხადებისას თინეიჯერი სასამართლოზე არ იმყოფებოდა. მან საკუთარი ყურებით ვერ მოისმინა, რომ მას სამუდამოდ პატიმრობა შეწყალების შანსის გარეშე მიესაჯა. ეს იმ დროს უჩვეულო არ იყო, რადგან წინასწარ გამოტანილი განაჩენებს ასე აცხადებდნენ. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ლიგონი ციხეში მიდიოდა და მისი ბრალის შესახებ სრული ცოდნა არ ჰქონდა. მას არც არავისთვის უკითხავს.

არც კი ვიცოდი, რა უნდა მეკითხა. ვიცი, რთული დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეა. ვიცოდი, რომ რაღაც დრო უნდა გამეტარებინა ციხეში, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ მთელი ცხოვრება იქ მომიწევდა ყოფნა.

გეტყვით, როგორი უთავბოლო ბავშვი ვიყავი - არ შემეძლო წერა-კითხვა, ჩემს საკუთარ სახელსაც კი ვერ დაგიწერდით და ვერ გამოგითქვამდით. ვიცოდი, რომ ჯო მერქვა, რადგან ასე მომიხსენიებდნენ რაც თავი მახსოვს.

ლიგონის თქმით, მას ციხეში ჩაჯდომის არ ეშინოდა და უშიშრად შევიდა საკანში. ის უბრალოდ დაბნეული იყო. ერთადერთი, რაც ადარდებდა, ოჯახისგან შორს ყოფნა იყო.

პატიმარ AE 4126-ს არასდროს უკითხავს, რამდენი ხანი დარჩა მოსახდელი. ის 68 წლის განმავლობაში ექვს სხვადასხვა ციხეში ცხოვრობდა და ყოველ ჯერზე ციხის ცხოვრების რუტინას ერგებოდა.

ისინი დილის 6-ზე მეგაფონით გაღვიძებდნენ და ამას ამბობდნენ: „ადექით, უნდა გადაგთვალოთ!“... 7 საათი საუზმის დრო იყო, 8 საათი - მუშაობის.

ლიგონი ხანდახან სამზარეულოში და სამრეცხაოში მუშაობდა, თუმცა იგი ძირითადად დამლაგებელი იყო. შუადღის სადილის მერე, იგი თავისი საქმისთვის გამოცხადდებოდა. საღამოს ვახშამს შეჭამდა - ციხის ცხოვრება ძირითადად ერთი და იგივე იყო, როდესაც გარე სამყარო სასწაულად იცვლებოდა ათწლეულების განმავლობაში.

ლიგონი ხანდახან სამზარეულოსა და სამრეცხაოში მუშაობდა, თუმცა, უმეტესად დამლაგებელი იყო. შუა დღის ჭამის შემდეგ, ის თავის მოვალეობას უბრუნდებოდა. ვახშამს შეჭამდა და მისი დღე ამითი სრულდებოდა - ციხის ცხოვრება მეტწილად უცვლელი იყო, როდესაც გარე სამყარო ათწლეულების განმავლობაში წარმოუდგენელი ტემპით იცვლებოდა.

რთული იქნება კაცობრიობის ყველა იმ მიღწევის ჩამოთვლა, რაც ლიგონმა ციხეში ყოფნისას გამოტოვა, თუმცა, რამდენიმე მნიშნველოვანის გამოყოფა შეიძლება.

ლიგონის პატიმრობისას, 1969 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე, მთვარეზე ადამიანები დასვა. გარდა ამისა, ის ვერც პერსონალური კომპიუტერისა და ინტერნეტის შექმნას ვერ შეესწრო; რომ აღარაფერი ვთქვათ მობილურ ტელეფონებსა და სმარტფონებზე. 

არც ნარკოტიკებს ვეკარებოდი და არც ალკოჰოლს. არ ვაკეთებდი ისეთ სიგიჟეებს, რაც ადამიანების სიკვდილს იწვევდა. გაქცევაც კი არ მიცდია და არავისთვის პრობლემა არ შემიქმნია. ვცდილობდი, რაც შეიძლებდა თავმდაბალი ვყოფილიყავი - ციხემ, სხვა რაღაცებთან ერთად, მასწავლა, რომ მხოლოდ საკუთარი საქმისთვის უნდა მიგეხედა და ყოველთვის სწორი რაღაცის გაკეთება გეცადა და პრობლემებს არიდებოდი.

1950-იანების დასაწყისში, ლიგონი ღრმა სამხრეთიდან ფილადელფიაში გადავიდა.

ციხეში ყოფნის 53-ე წელს უთხრეს, რომ ადვოკატს მისი ნახვა სურდა.

2005 წელს, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯა აკრძალა. ამ ფაქტმა ადვოკატ ბრედლი ბრიჯს იმედი მისცა და იფიქრა, რომ სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილება არასრულწლოვნების შეწყალების შანსის გარეშე უვადო პატიმრობის გაუქმებოდა იქნებოდა.

იმ დროს, პენსილვანიაში 525 ასეთი პატიმარი იყო - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილადელფიას 325 ჰყავდა - ლიგონი ყველაზე ხანგრძლივ სასჯელს იხდიდა.

მას თავის სასჯელზე წარმოდგენა არ ჰქონდა. მან არაფერი იცოდა, სანამ არ შევხვდი. საინტერესოა, რომ მას იმედი არასდროს დაუკარგავს - ის დასაწყისშივე ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ელოდებოდა, რომ რაღაც გაკეთდებოდა. - ამბობს ადვოკატი.

ჯო ლიგონი და ბრედლი ბრიჯი

შეხვედრა ლიგონისთვის პროდუქტიული აღმოჩნდა და მან ბევრი რამე გაიგო. როდესაც ბრიჯმა მას აჩვენა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო მისი სასჯელის შეცვლა, მხოლოდ მაშინ გაერკვა მისი დაპატიმრების დეტალებში. 

მივხვდი, რომ დაპატიმრების დღიდან უსამართლოდ მექცეოდნენ. მე აღმოვაჩინე, რომ არასრულწლოვნისთვის სამუდამოდ პატიმრობის მისჯა შეწყალების შანსის გარეშე არაკონსტიტუციური იყო.

2016 წელს, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება გასცა, რომ არასრულწლოვანი სამუდამო პატიმრების სასჯელი უნდა შეცვლილიყო. მომდევნო წელს, ლიგონს ახლიდან მიუსაჯეს 35 წელი, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას შეწყალებისთვის შეეძლო სასამართლოსთვის მიეამართა. ბრიჯმა ამის გაკეთებისკენ უბიძგა, თუმცა, მისგან მტკიცე უარი დახვდა. ლიგონი მიხვდა, რომ მისი სასჯელი ყოველთვის არაკონსტიტუციური იყო, ამიტომ, რა მიზეზით უნდა დათანხმებოდა ის შეწყალებას, რომელიც მისი თავისუფლების მანიპულირებას ნიშნავდა?

ბრიჯმა 2017 წლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საბოლოოდ საქმე ფედერალურ სასამართლოში წაიღო, სადაც 2020 წლის ნოემბერს მოსამართლემ მისთვის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა. როდესაც ადვოკატი მონტგომერის საგრაფოში ლიგონის წამოსაყვანად წავიდა 11 თებერვალს, აწ უკვე ყოფილი პატიმარი გასაოცრად მშვიდად დახვდა.

ველოდებოდი, რომ უფრო მძაფრად იტყოდა ფრაზას „ღმერთო ჩემო“. მაგრამ არ გააკეთა ეს. არანაირი დრამა. არაფერი.

სავარაუდოდ, ლიგონმა ის გააკეთა, რასაც ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა: თავის ფიქრებს თავისთვის ინახავდა.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ახლიდან დავიბადე. ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის - აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. განსაკუთრებით კი, მაღალმა შენობებმა და მანქანებმა გამაოცა.

ლიგონს უკანასკნელი 68 წელიწადი ძვირად დაუჯდა. მან იცის, რომ შეწყალების გარეშე წარდგენილი სასჯელის მოხდაში დიდი დრო დაკარგა - დრო, რომელსაც ის თავის ოჯახთან გაატარებდა. ოჯახთან, რომელთა უმეტესობა დაიღუპა.

და მაინც, 83 წლის კაცი მოერგო იმას, რასაც ამდენ ხანს ელოდებოდა. მას რამდენიმე გეგმა აქვს. ის მის კეთებას აპირებს, რაც საუკეთესოდ გამოსდის:

ვაპირებ ის გავაკეთო, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი. მომეცით დამლაგებლის სამსახური.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი