კორონაკრიზისის პირობებში ისნის გამგეობამ ატრაქციონებში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

გამოქვეყნდა:

გამაოგნებელი ტენდერების სერია გრძელდება - კორონაკრიზისის პირობებში თბილისში ისნის გამგეობამ ბიუჯეტის ფულიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ატრაქციონებში დახარჯა. ხმაურის თავიდან ასაცილებლად ატრაქციონები რამდენიმე დღიანი ინტერვალით შეიძინეს.

საეჭვო ტენდერთან დაკავშირებით "მთავარი არხის" შეკითხვებს გამგებელი დაემალა, თუმცა განმარტება ქალაქის მერმა გააკეთა. კახა კალაძის განცხადებით, ყველა პროექტზე ხალხის ფულის ხარჯვის გადაწყვეტილებას მისი უწყება საკუთარი სურვილისა და ინტერესების შესაბამისად იღებს. 

ჩვენ განვსაზღვრავთ, რომელი პროექტი არ უნდა განხორციელდეს დროებით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ განხორციელდება, უბრალოდ, მოგვიწევს მათ გადაწევა დროში. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, მომავალი თაობისთვის აუცილებელია ატრაქციონები, - ამბობს კახი კალაძე.

20 სკვერისთვის ისნის გამგეობამ ატრაქციონები ერთ კომპანიას დაუკვეთა. ნახევარ ზამბარებიანი აიწონა-დაიწონა, საქანელა და  ატრაქციონი გემი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შესყიდვისა, რომელიც პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ისნის რაიონის გამგეობამ 527 801 ლარი დახარჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი